კალათა

ინსტრუქციები

კითხვები გაქვს?

(032)2 05 41 45

👇 დაგვიმეგობრდი

კითხვა და მისი როლი ბავშვის განვითარებაში

კითხვის როლი საზოგადოების სულიერ განვითარებაში, ზოგად განათლებასა და ცნობიერების ამაღლებაში ცალსახად შეუცვლელია, ბავშვისათვის კი ერთი ორად უფრო მნიშვნელოვანი.


გამოწვევა საკმაოდ დიდია, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით იცვლება და იხვეწება და რა თქმა უნდა ბევრად მიმზიდველად გამოიყურება როგორც ბავშვებისათვის, ასევე უფროსებისათვის. თუმცაღა რომელი წელიც არ უნდა იდგეს გარეთ, რა ღირებულებები და წარმოდგენებიც არ უნდა გვქონდეს, როგორი აღზრდის მეცოდებიც არ უნდა მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, ბავშვები და მშობლების მიერ წაკითხული ზღაპრები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია მუდამ. მანამ სანამ ბავშვი თავად ისწავლის კითხვას მშობლის მიერ წაკითხული ზღაპრები არის განსხვავებული სახის ურთიერთობის ჩამოყალიბების საფუძველი. სპეციალისტებს თუ დავუჯერებთ, კითხვის დროს მშობელსა და შვილს შორის არსებული კავშირი უფრო მეტად მყარდება. ზღაპარი ბავშვის განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს, სწორედ ზღაპარი გვაძლევს საშუალებას, რომ მომავალი ცხოვრებისათვის შევამზადოთ ბავშვები, შევქმნათ დიანაგი. დიახ, ზღაპარი და ზღაპრის გმირები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ ბავშვმა მიიღოს საწყისი ცოდნა ცხოვრებასა და რეალობაზე.

ზღაპრების კითხვის დროს ბავშვი ვითარდება ემოციურად, სწავლობს კონკრეტულ ემოციებს, მაგალითად ბედნიერებას, გაოცებას, ბრაზს, შიშს, სევდას, უკმაყოფილებას … შემდეგ კი ამ ემოციებს გამოხატავს.

ჩვენს მიერ წაკითხული ზღაპრები ბავშვებს ეხმარება, რომ მოსმენილის გააზრება, სწორედ აღქმა და გადამუშავება ისწავლონ, გაიუმჯობესონ მეხსიერება, წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარები, გახდნენ უფრო მეტად კონცენტრირებულნი, გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი. განათლების სპეციალისტები უკვე დიდი ხანია თანხმდებიან, რომ ლექსიკის ძირითადი ნაწილის განვითარება სწავლების პროცესში არ ხდება, სწორედაც კითხვა ახდენს  ზეგავლენას ლექსიკურ სიმდიდრეზე.

აღმზრდელობითი ხასიათის მქონე ზღაპრები ძალიან დიდ გავლენას ახდენს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაზე, იძულების გარეშე გვაქვს არაჩვეულებრივი საშუალება ბავშვს მისთვის მარტივი და გასაგები ფორმით მივაწოდოთ ინფორმაცია.

ზღაპრებს ძალიან ძლიერი ენერგეტიკა აქვთ, ამიტომ გირჩევთ რომ სწორედ და ასაკის შესაბამისად შეარჩიოთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია წიგნის ვიზუალი, მასში მრავლად უნდა იყოს ფერადი და ნათელი ილუსტრაციები. ყოველთვის დააკვირდით ბავშვს, თუ რა რეაქცია აქვს კონკრეტულ ზღაპარზე, თუ ატყობთ რომ არ მოსწონს, ნუ დააძალებთ მოსმენას. საწყის ეტაპზე კითხვა და სწორედ შერჩეული ზღაპრები წინაპირობაა იმისა, რომ მომავალში ბავშვს კითხის მიმართ ინტერესი ქონდეს. როდესაც ბავშვს თავად შეუძლია დამოუკიდებლად კითხვა, ამ დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ რომ ყველა ასაკს მისთვის შესაბამისი საკითხავი წიგნი აქვს. ერთ რჩევას მოგცემთ: როდესაც თქვენი შვილი რაიმე წიგნს კითხულობს, წაიკითხეთ ან „გადაიმეორეთ“ თქვენც, მუდამ მზად იყავით რომ ბავშვს შესაძლოა კითხვები გაუჩნდეს, თქვენ კი გახსოვდეთ რომ მათთვის ავტორიტეტი ხართ და თქვენი პასუხები ყოველთვის მნიშვნელოვანია.

იმისათვის, რომ ბავშვს კითხვის ინტერესი გაუღვივოთ მცირე დეტალებით შეგიძლიათ დაეხმაროთ, მაგალითად:

  • იყავით მაგალითი მისთვის, აჩვენეთ რომ თავადაც მზად ხართ კითხვისათვის, განვითარებისათვის, ახლის სწავლისათვის.

იცოდით რომ კითხვა სტრესს ამცირებს? დღევანდელ რეალობაში სტრესის ფაქტორი და მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, ამიტომ ნამდვილად ნუ ვიტყვით უარს კითხვაზე. წიგნი საშუალებას გვაძლევს მცირე დროით მოვწყდეთ რეალობას. კითხვა იმ უბნებს ააქტიურებს ტვინში, რომელსაც სწორედ შერჩეული მედიტაცია;

  • ერთად შეარჩიეთ წიგნი – იარეთ ერთად წიგნის მაღაზიებში ან ერთობლივად შეარჩიეთ ონლაინ;
  • თქვენ შეგიძლიათ მისცეთ რჩევა თუ რომელი წიგნია მისი ასაკისათვის რეკომენდებული, რომელი წიგნი გიყვარდათ თქვენ მის ასაკში, მაგრამ არასოდეს აიძულოთ წაიკითხოს ის რაც მას არ სურს;
  • აჩუქეთ წიგნი – აქ კი შეგიძლიათ თქვენ შეურჩიოთ წიგნი, გადახედეთ რეკომენდაციებს და გაითვალისწინეთ თქვენთვის პატივსაცემი ადამიანების გამოცდილებები, ამბობენ, რომ სწორედ შერჩეულ წიგნზე უკეთესი საჩუქარი ცოტა რამ მოიძებნება;
  • გახსოვდეთ რომ არასოდეს აიძულოთ ბავშვს კითხვა, მხოლოდ კითხვა კი არა ზოგადად იძულებით რამის მიღწევა ბავშვებში უკუქმედებას იწვევს და უარყოფით ემოციებთან ასოცირდება.

ბლოგი ისე დავიწყე რომ ბავშვის დაბადების ასაკის ქრონოლოგიას ავცდი, ამიტომ ბოლოსაკენ ისევ საწყის პერიოდს დავუბრუნდები, ზღაპრებამდე პერიოდს:

0-2 თვემდე – ცნობილია რომ ამ ასაკში ახალშობილების მხედველობა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, ამიტომ წაუკითხეთ ნებისმიერი რამ, მთავარია რომ მას თქვენი ხმა ესმოდეს;

2-6 თვემდე – ახალშობილები ამ ასაკში უკვე იწყებენ ფერების გარჩევას და ნივთებზე შეხებას, სასურველია შეარჩიოთ წიგნი დიდი, ფერადი და მარტივი ილუსტრაციებით, საუკეთესოა რბილი მასალისაგან, ნაჭრისგან  დამზადებული წიგნები;

6-12 თვემდე – შეგვიძლია ილუსტრაციები გავართულოთ, ავღწეროთ აღნიშნული ილუსტრაციები, ჩავრთოთ ემოციური გადმოცემის უნარი. წიგნში მოყვანილი ილუსტრაციები სასურველია იყოს ნაცნობი ბავშვისათვის (მაგალითად მანქანა, ცხოველი და ა.შ);

ჩვენს ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილია საბავშვო წიგნების ფართო ასორტიმენტი ნებისმიერი ასაკის ბავშვისათვის. თუ დახმარება დაგჭირდებათ ან კითხვები გექნებათ ჩვენი კონსულტანტები დაუზარებლად გიპასუხებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

წამყვანი ბრენდები

1000-ზე მეტი პროდუქტი

ონლაინ განვადება

4 ბანკის ონლაინ განვადება

სწრაფი მიწოდება

ქვეყნის ტერიტორიის 80%-ზე

მუდმივი მხარდაჭერა

კვირის ყველა დღეს

X